შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
18.01.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სპეცტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 4 400 ლარი. გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.