შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საპარლამენტო უმცირესობის წევრები ,,თავისუფალი ზონის წარმომადგენლებს შეხვდნენ
29.12.2015
უკან დაბრუნება
სასამართლოს მიერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ „თავისუფალი ზონის“ წევრებს დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეხვდნენ.„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გია თევდორაძის განცხადებთ, მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ მათი გათავისუფლების მოთხოვნას ხელი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმაც მოაწერეს. თავისუფალი ზონის წევრები, როგორც თავად აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ და ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობის გაგრძელებას კვლავაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია და ქუთაისში „რუსთავი2“ -ს დ მხარდამჭერ აქციაზე სამი თვის წინ დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.