შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა
15.01.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.