შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა
11.01.2019
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. თორნიკე ავალიშვილმა ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა.მისი თქმით საკრებულოსა და მერიას შორის განხეთქილებაა. ავალიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მერის იმპიჩმენტისკენ მოუწოდებს , წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ფრაქცია მოთხოვნის წარდგენას გეგმავს.მიუხედავად არაერთი მცდელობისა მოპასუხე მხარესთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.