შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა საბავშვო ბაღში საჩუქრები დაარიგა
29.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრები დარიგდა. ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო. საჩუქრები ერთ-ერთ ბაღში ქუთაისის მერმა საკრებულოს თავმჯდომარემ და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა
მიიტანეს.
ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 62 142 ლარის ფარგლებში შეიძინა. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს დასრულდა და მომავალი წლის 25 იანვარს განახლდება.