შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2019-ი წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცა
25.12.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2019-ი წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც 12-ი მილიონ 100-ი ათასი ლარით განისაზღვრა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი წყალტუბოს გამოწვევებს არ პასუხობს და იგი ჩინოვნიკებზეა მორგებული. ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობს, რომ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების კუთხით ერთი ლარიც არაა გაწერილი, წყალტუბოს მერიაში კი ბიუჯეტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, მიზეზად სამუშაო საათების დასრულება დაასახელეს.