შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთვევის ადგილი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან ერთად მოინახულა. დაზარალებულ 10 ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს. პირველ ეტაპზე ოჯახების ქირის საფასურს მერია უზრუნველყოფს. უკვე დაწყებულია მომხდარის შესწავლა.