შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საახალწლო ცენტრალური ნაძვისხე 28 დეკემბერს , გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერის ფონზე "ფიფქების ცეკვა" განათდება.
24.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში საახალწლო ცენტრალური ნაძვისხე 28 დეკემბერს , გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერის ფონზე "ფიფქების ცეკვა" განათდება. 31 დეკემბერს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიზე 1 საათიდან ,ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები იგეგმება; საბავშვო საახალწლო კონცერტი, პერფომანსი კოსტუმირებული მსვლელობა , საბავშვო წარმოდგენა, დრამერების შოუ-მსვლელობა და გასართობი პროგრამა საახალწლო ქოხებში. თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეჯლისო ცეკვების პერფომანსი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი დავით ალადაშვილის მონაწილეობით გაიმართება . მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა -გაყიდვა მოეწყობა.თოვლის ბაბუის საახალწლო შემოვლა და ტრადიციული გიგანტური გოზინაყის დაგემოვნება მოხდება. ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება.