შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემეცნებითი საჯარო ლექციების ციკლს იწყებს
19.12.2018
უკან დაბრუნება
აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემეცნებითი საჯარო ლექციების ციკლს იწყებს. პროექტი უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მის ფარგლებში ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ქუთაისს პირველად ესტუმრა. სტუდენტებს საჯარო ლექცია ელენა ვილაიტემ ჩაუტარა, სადაც ფოტოგრაფიის ზოგად ისტორიასა და მის ტრადიციებზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ცნობილ მწერლებს, მხატვრებს, მსახიობებსა თუ რეჟისორებს შეხვდნენ. ლექციების მიზანია სტუდენტები ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიმდინარე პროცესებს გაეცნონ.