შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
14.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი 5 დეკემბერს არასამთავრობო სექტორისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს დაეთმო. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ. ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ მთავარი მიზანი არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდაა.