შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მსოფლიომ 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნა
04.12.2018
უკან დაბრუნება
მსოფლიომ 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, დაგეგმილ კვირეულს ქუთაისიც შეუერთდა. განხორციელებული ღონისძიებები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აახალი გზის“ წარმომადგენლებმა შეაჯამეს. შიდსთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობაში აივ ინფექციების ტესტირების კვირეული და სამედიცინო კონფერენციები ჩატარდა. მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შიდსის ეპიდემიის დამარცხება იყო. შემაჯამებელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.