შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი ერი 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს
04.12.2018
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ერი 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა მარიამი მშობლებმა წინასწარმეტყველების მიხედვით, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და იქ დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულობის აღთქმა დადო და თავი უფალს მიუძღვნა. ეს დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესაწაულთა შორის ერთ-ერთია, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი. თარიღთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა.