შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალთა კლუბის ახალი სეზონის, ნოემბრის თვის ღონისძიება
04.12.2018
უკან დაბრუნება
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ არსებული ქალთა კლუბის ახალი სეზონის, ნოემბრის თვის ღონისძიება ,,ქართულ-ფრანგული ურთიერთობების“ ფარგლებში გაიმართა. ფილოლოგმა და ქალთა კლუბის თავმჯდომარემ, ასმათ გოგატიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - ,,დავით კაკაბაძის პარიზული წლები“ . მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა ქართველი მოდერნისტი მხატვრის ღვაწლი და საფრანგეთის დედაქალაქში მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა. ქალთა კლუბის ღონისზიებას საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.