შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
04.12.2018
უკან დაბრუნება
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად ბავშვთა დღის ცენტრებში იმყოფებოდა, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. ბავშვთა დღის ცენტრებში „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და სარეაბილიტაციო ცენტრი “ნაიო“ სტუმრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ქუთაისში 2012 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა, მათ შორის, აუტიზმის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია ყურადღება იმ დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე,გაამახვილოს რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას ხელი 2009 წელს მოაწერა.