შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ტიპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
04.12.2018
უკან დაბრუნება
იმერეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ტიპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის გადაცემა გრძელდება. დღეს დაზარალებულ ოჯახებში მივიდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე,რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში სტუმრობას აგრძელებს და ქუთაისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს ჩასვლას.,, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის იმერეთში 2 448 000 ლარის ზარალია დათვლილი. ეს მონაცემები საბოლოო არა არის, რადგან მოქალაქეები დაზიანებების შესახებ ინფორმაციას დღესაც აწვდიან მერიებსა და შესაბამისი ტერიტორიული მართვის ორგანოებს. ინფორმაცია ყოველ საათში იცვლება და შესაძლოა ზარალის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.