შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა
30.11.2018
უკან დაბრუნება
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლითაც ქართული მეტალურგიის ფუძემდებელს პატივი მიაგეს. ზესტაფონში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა. ლენტი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გაჭრა. ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ესწრებოდნენ. სკვერის რეაბილიტაცია, ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილის აღსანიშნავად განხორციელდა. განახლებული პროექტით, სკვერში სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნა. დამონტაჟდა სარწყავი და განათების სისტემები. მოეწყო დასასვენებელი ზონა.