შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე გუშინ აინთო
28.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საახალწლო სიმღერის თანხლებით აანთეს. ცერემონიალში მონაწილეობა ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებთან ერთად მიიღეს . შოთა მურღულიამ ქალაქს დამდეგი შობა –ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ერთ–ერთი საუკეთესო ნაძვის ხეა. ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი დაიხარჯა. თანხაში შედის,როგორც ძველი სანათების და ნაძვის ხის აღდგენა, ასევე ახალი ლოლოების შეძენა და საახალწლო აქსესუარების მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები.