შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მცირე ხმაური იყო ქუთაისის #37 საარჩევნო უბანზე
28.11.2018
უკან დაბრუნება
მცირე ხმაური იყო ქუთაისის #37 საარჩევნო უბანზე, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენელი ,დამკვირვებელი გააძევეს.დაპირისპირება ანდრო ლოსაბერიძესა და საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს შორის, არასწორა განლაგებული სამაგიდო სიების გამო მოხდა. ლოსაბერიძის თქმით, დამკვირვებლებს მონიტორინგის საშუალება არ ეძლევათ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. კომისიის თავმჯოდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. უბანზე მყოფი სხვა დამკვირვებლები კი ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელი არ შეშლიათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, თუ დამკვირვებელი საარჩევნო პროცესში უხეშად ერევა, კომისია უფლებამოსილია, ასეთი პირები უბნიდან გამოაძევოს.