შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა
26.11.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების ფინალურ შეხვედრას ისტორიაში პირველად ბათუმმა უმასპინძლა. ტიტულისთვის ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "გაგრა" დაუპირისპირდა. საინტერესო და დაძაბულ ფინალში ანგარიში „გაგრამ“ 37-ე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმი 1-0 ,,გაგრას“ სასარგებლოდ დასრულდა,მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა, თუმცა ქუთაისელთა თავდამსხმელმა მილოშ ლაჩნიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ძირითადი დროის ბოლო წუთზე კი წონასწორობა აღადგინა. დამატებითი დროis შემდეგ, რომელიც უგოლოდ დასრულდა - მატჩის ბედი 11 მეტრიანმა დარტყმებმა გადაწყვიტა. ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა. აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“Tasis finalSi ზედიზედ მესამედ გავიდა. ქუთაისური გუნდი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ბოლო სამი სეზონია, ტიტულის მოპოვებას ახერხებს შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ტორპედოელი მილოშ ლაჩნი დასახელდა.