შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
21.11.2018
უკან დაბრუნება
21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა დღესასწაული მე-4 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად იყოფიან და უფლის ნებას გვაუწყებენ, ანგელოზები ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.