შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-სამტრედიის „სამტრედია“
12.11.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების 32-ე ტური , ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც სამტრედიის სამტრედია ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. შეხვედრა ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მატჩის პირველი ტაიმი ქუთაისის ტორპედოს გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა, მეორე ტაიმში ტორპედოელებმა მოწინააღმდეგის კარში 5 უპასუხო ბურთი გაიტანეს. თამაში ტორპედოს გამარჯვებით, 8:0 დასრულდა. ფეხბურთელმა გიორგი კუხიანიძემ გუნდში მოღვაწეობის მანძილზე მე-200 შეხვედრა ჩაატარა, შეხვედრის ორგანიზატორთა მხრიდან აღნიშნული ფაქტი შესაბამისად აღინიშნა და ფეხბურთელს საჩუქრები გადაეცა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო, 21 ნოემბერს საჩხერეში, ადგილობრივ ჩიხურასთან გამართავს