შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა პროცედურები სჭირდება მთავრობის დამტკიცებას
24.12.2015
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა ის პროცედურები, რომელიც მთავრობის დამტკიცებას სჭირდება. დეპუტატების თქმით ხვალ უმრავლესობა კოალიციის რეჟიმში შეიკრიბება, სადაც მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელებს. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ ახალ წლამდე საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ყავდეს. წინასწარი მონაცემებით უმრავლესობა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას განიხილავს.