შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ კიცხში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა
05.10.2015
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს. გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ, კიცხის უხუცესთა ანსამბლ "ოდილას" წევრებმა ომის თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. სოფელში მემორიალი 1989 წლიდან არსებობდა, თუმცა ამ დრომდე მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მემორიალის აღსადგენად 9800 ლარი გამოიყო. დაფაზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 165 მებრძოლის სახელი და გვარია დატანილი.