შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალთა კლუბის შეხვედრა
24.10.2018
უკან დაბრუნება
„ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ -ეს იყო სამუშაო შეხვედრის თემა, რომელიც ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და მასთან არსებული ქალთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის და ენჯეოსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის ფარგლებში შედგა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით -ვორდ ვიჟენის, ეკონომისტთა ასოციაციის და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.