შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნიკეას ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები თითქმის ყველგან არის მიმოფანტული
24.10.2018
უკან დაბრუნება
ეს ქუთაისში ნიკეას ქუჩის ერთ-ერთი ჩიხია, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები თითქმის ყველგან არის მიმოფანტული. ნაგავი გზის პირას ყრია, მაშინ როდესაც ურნები თითქმის ცარიელია. აქვე მეორმოცე საჯარო სკოლა მდებარეობს.ამ გზას მოსწავლეთა ნაწილი ყოველდღიურად გადის, .ნარჩენებისგან ქუჩების გასუფთავება ააიპ სპეციალური სერვისებსს ევალება. პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით , ურნები ყოველდღიურად იცლება. რაც შეეხება გზაზე არსებულ ანტისანიტარიას , გიორგი მჟავანაძე მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. ,,დღის ამბებთან,, საუბრის დროს ადგილობრივები საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ,რომ ბინების წინ ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებენ. მოსახლეობა სკამების დადგმასაც ითხოვს