შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უძველესი, საუკუნე-ნახევრის წინ აგებული „თეთრი ხიდი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
23.10.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უძველესი, საუკუნე-ნახევრის წინ აგებული „თეთრი ხიდი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და მანამდე არსებული ხის ხიდის სანაცვლოდ, რომლის ბურჯები 1860 წელს წყალდიდობამ დააზიანა,ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს . მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ახალ ხიდს , „თეთრი“ , მისი შეფერილობის გამო უწოდეს. დღეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ისტორიული თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რამდენად პასუხობს პროექტი გამოწვევებს და როგორ აფასებენ პროცესებს ქუთაისელები?!- თემაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.