შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ,,მომავლის თაობის,, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
23.12.2015
უკან დაბრუნება
სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის,, შემაჯამებელი ღონისძიება დღეს გაიმართა. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით პროექტში იმერეთის 81 და ქუთაისის 31 სკოლა იყო ჩართული. მოსწავლეებმა მიღებული გადაწყვეტილებების პრეზენტაციები წარადგინეს. ,,მომავლის თაობას,, ამერიკული ორგანიზაცია პიეიჩ ინტერნეიშენალი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებდა .პროგრამა სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.