შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოწამეთობა ანუ ორწიფობა
15.10.2018
უკან დაბრუნება
მოწამეთობა ანუ ორწიფობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც მე-18 საუკუნეში იღებს სათავეს და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ჩამოდის,რომლებიც ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს. გადმოცემის მიხედვით,არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, მურმან ყრუს შემოსევების დროს, სწორედ იმ ადგილას სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია აშენებული, წამებით მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელურმა ეკლესიამ კი ისინი წმინდანად შერაცხა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.