შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია
15.10.2018
უკან დაბრუნება
„ნუ ასარდაფებ, არ დაუშვა მხედრიონის დაბრუნება“-ამ სლოგანით დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ. აქციის მონაწილეები რუსთავი-2 ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურნენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. შეგახსენებთ „რუსთავი-2 მა გლდანის ციხეში გაკეთებული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზრდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა ყოფილ მაღალჩინოსანს დათო ცუხიშვილს ესაუბრება. ჩანაწერები ეხება ადამინების გატაცებას,წამებას და არაფორმირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს.