შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



12 ოქტომბერი ართრიტის საერთაშორისო დღეა
12.10.2018
უკან დაბრუნება
12 ოქტომბერი ართრიტის საერთაშორისო დღეა, თარიღთან დაკავშირებით ახალგაზრდა რევმატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საინფორმაციო აქცია გაიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ძვალ-კუნთოვანი და რევმატიული დაავადებების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ, დარიგდა საინფორმაციო სახის ბუკლეტები. აქციას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.