შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა
10.10.2018
უკან დაბრუნება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა. 3 სექტემბრიდან აღნიშნული პროგრამით დაუცველ ოჯახებთან ერთად, ასაკით პენსიონერები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ისარგებლებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის განცხადებით, ბენეფიციარებმა ფორმა ასის ასაღებად, პირველ რიგში , უბნის ექიმს უნდა მიმართონ და სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ერთჯერადი რეგისტრაცია მხოლოდ მას შემდეგ გაიარონ.