შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის "ტორპედო"-გორის "დილა"-0:0
08.10.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ერთმანეთს ადგილობრივი დილა და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ, თამაშის დაწყებამდე ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელის პრიზით დააჯილდოვეს. მატჩი საინტერესოდ წარიმართა, საბოლოო ანგარიში კი 0-0 დაფიქსირდა. აღებული 1 ქულით, ქუთაისის ტორპედო ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა, მომდევნო შეხვედრას ტორპედო, 17 ოქტომბერს , ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე , თბილისის ლოკომოტივთან გამართავს.