შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გია ჩაჩუამ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა
01.10.2018
უკან დაბრუნება
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას მამამ გია ჩაჩუამ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. იგი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მისი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა, მიიჩნევს, რომ თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ. გია ჩაჩუა თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ ლევან იზორიას მიმართავს, მისი შვილის მკვლელობის საქმე ერთი კვირის განმავლობაში გამოიძიონ. შვილმკვდარი მამა აცხადებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, ქუთაისში მდებარე მესამე ქვეით ბრიგადასთან აქციების გამართვას და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლას აანონსებს. ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, დაცვის მხარე საქმის მასალებს გაეცნო, რაც ექსპერტიზის დასკვნასთან წინააღმდეგობაში მოდის. იგი თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. 31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის სოფელ გომის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა.