შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია ”თავისუფალი საქართველო” გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებს
22.12.2015
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისში დაგვიანებით დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, გაჭიანურებული სამუშაოების გამო მოსახლეობას პრობლემა ექმნება. მან ასევე ნიკეას ქუჩაზე დაწყებული სამუშაოები შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიკეასა ქუჩის ქალაქის შემოსასვლელად გადაკეთება რიგებს გამოიწვევს და მოძრაობას შეაფერხებს. ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ .