შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ განკარგულება მიიღო, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ავტოტრანსპორტის საშუალებით ხორბლის და ფქვილის ტრანსპორტირება აიკრძალა
30.09.2018
უკან დაბრუნება
15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ განკარგულება მიიღო, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ავტოტრანსპორტის საშუალებით ხორბლის და ფქვილის ტრანსპორტირება აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვები გახდა მხოლოდ პორტების და სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. აკრძალვა, 1 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო მაგრამ მას შემდეგ რაც ხორბლის იმპორტიორი მძღოლების აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით აკრძალვა ერთი წლით გადაიდო.ფაქტზე შეფასებები პარლამენთში გაკეთდა.