შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტორპედო-ბოლნისის სიონი -3:0
28.09.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების 26-ე ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა ტორპედომ ბოლნისის სიონი მიიღო, შეხვედრა ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად ანგარიშით 3:0 ტორპედოელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველ ტაიმში გოლი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა, მეორე ტაიმში კი თავი ლევან კუტალიამ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს. მომდევნო შეხვედრას ტორპედო ფოთში 30 სექტემბერს, ადგილობრივ კოლხეთთან გამართავს.