შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს
28.09.2018
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ქუთატღთელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ბაგრატის ტაძარში აღავლინა. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. ქრისტეს წამების ადგილზე 3 ჯვარი იპოვეს, რომელთაგან ერთი ქრისტესი იყო, ორი კი მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებისა უცნობი იყო რომელი იყო ამათგან ქრისტესი.ამის გასაგებად შეევედრნენ უფალს, სასწაულით ემცნო მათთვის იესოს ჯვრის შესახებ.მათ სათითაოდ დაადეს ჯვრები მიცვალებულის გვამს.მესამე ჯვარის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა.სწორედ ეს იყო ქრისტეს ჯვარი.ჯვრის თაყვანის საცემად უამრავი ხალხი მოგროვდა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა.