შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შავლეგო ტაბტაძემ, თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა
27.09.2018
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბტაძემ, თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ბესიკ გოფოძემ დაიკავა. ის იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს გაუწევს კურატორობას . ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.