შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს
26.09.2018
უკან დაბრუნება
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა აღევლინა, ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ტაძრის წინამძღვარი დალოცა. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით ქეთევან დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს სასტიკად აწამეს: წამების მხილველებმა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს. ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება. ქეთევანობის სადღესასწაულო წირვა, ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.