შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
26.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენი 21-ესაუკუნე" ასრულებს. მიმდინარეობს შიდა გზების კაპიტალური შეკეთება, იგეგმება სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და ახალი ასფალტის საფარის დაგება. სამუშაო პროცესის მიმდინარეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს. ქუთაისის მერის განცხადებით კეთდება გზა, რომელიც ბოლო 30 წელია დაზიანებული იყო. სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, რათა ადგილობრივ მცირებიზნესს და მოქალაქეებს ნაკლები პრობლემები შეექმნას. ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 264 ათას ლარამდე იხარჯება.