შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში მოსახლეობა სიმინდის მოსავალს იღებს
26.09.2018
უკან დაბრუნება
გაზრდილი მოსავლიანობა და გაუმჯობესებული სიმინდის ხარისხი,- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში მოსახლეობა სიმინდის მოსავალს იღებს. ადგილობრივები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობას აფასებენ. მათი თქმით, კულტურა მავნებელმა თითქმის არ დააზიანა. ჯუმბერ ცეკვაშვილი ამბობს, რომ ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიების სახელმწიფოს მიერ ქიმიური საშუალებით დამუშავების პარალელურად საკარმიდამო ნაკვეთი თავადაც შეწამლა. ამასთან თანასოფლელების მსგავსად აზიურ ფაროსანას მექანიკური საშუალებებითაც ებრძვის. მედია პროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედია საშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.