შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი „ტორპედო“-თბილისის „საბურთალო“-3:0
24.09.2018
უკან დაბრუნება
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე , საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების 25-ე ტურში ერთმანეთს თბილისის საბურთალო და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტორპედო სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველ ტაიმში გოლი გიორგი ქიმაძემ , ხოლო მეორეში თორნიკე კაპანაძემ და აფგან დაფემ გაიტანეს. საბოლოოდ მატჩი ტორპედოს გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას ტორპედო 27 სექტემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს, სადაც ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.