შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზ.დოლაბერიძის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა საკალათბურთო გუნდი გახდა
24.09.2018
უკან დაბრუნება
ზ.დოლაბერიძის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა საკალათბურთო გუნდი გახდა. მე_2 ადგილი რუსთავის, მე_3 კი- თელავის გუნდმა დაიკავა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და ქუთაისის საკრებულოს წევრმა გიორგი ჭეიშვილმა დააჯილდოვეს. ტურნირი 2005-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 20-23 სექტემბერს მიმდინარეობდა. მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში 4 დღის განმავლობაში ერთმანეთს თბილისის, რუსთავის, თელავის, ფოთის, სამტრედიისა და ქუთაისის გუნდები ეჯიბრებოდნენ. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქუთაისი და რუსთავი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით 74:68 დასრულდა.