შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
21.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ძველი საფარის აღება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,, გზამშენი 21-ე საუკუნე“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ავტოსადგურის მთელ ტერიტორიაზე.