შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-რუსთავის „რუსთავი“-2:0
20.09.2018
უკან დაბრუნება
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე , ადგილობრივმა ტორპედომ რუსთავის რუსთავს უმასპინძლა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, ხოლო დამატებითი დროის მეორე ტაიმის მიწურულს თორნიკე კაპანაძის დუბლით ტორპედომ 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგ შეხვედრაში ქუთაისური გუნდი , ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, გათამაშების ლიდერ საბურთალოს კვირას, თბილისში დაუპირისპირდება.