შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლაშა დეისაძემ დღეს ყვავილებით შეამკო მიტროპოლიტის დაკრძალვის ადგილი
18.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა .იგი დაკრძალულია ქუთაისის საკათედრო ტაძარ „სოგოროში“ რომელიც 1924 წელს ბოლშევიკების მიერ იქნა დანგრეული და მიტროპოლიტის ნაშთი სხვაგან არ გადაუსვენებიათ.აღნიშნულ ადგილს დღეს ქალაქის ცენტრალური ნაწილია სადაც შადრევანია განთავსებული.ქუთათელ მიტროპოლიტი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ისტორიის დოქტორანტმა ლაშა დეისაძემ დღეს ყვავილებით შეამკო მიტროპოლიტის დაკრძალვის ადგილი და სიმბოლური პატივი მიაგო მის ხსოვნას.