შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი საერთაშორისო საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს
14.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისი საერთაშორისო საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე საოპერო ნაწარმოებებს შეასრულებენ. ფესტივალი 16 სექტემბერს ლეონკავალოს ჯამბაზებით გაიხსნება და 22 სექტემბერს გალა კონცერტით დასრულდება. ფესტივალი დავით ღვინიანიძის ფონდის ,,მსოფლიო ტალანტების“ , ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ეწყობა.