შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მინი ტურნირი ფეხბურთში "კოკა-კოლას" გუნდის გამარჯვებით დასრულდა
19.12.2015
უკან დაბრუნება
მინი ტურნირი ფეხბურთში დღეს დასრულდა.ტურნირი 5 დეკემბერს დაიწყო და მასში 14 ორგანიზაცია მონაწილეობდა. დღეს ფინალში ერთმანეთს ქუთაისის მერიისა და კოკა-კოლას გუნდები დაუპირისპირდნენ.თამაში კოკა-კოლას გამარჯვებით 7:3 დასრულდა.გამარჯვებულ გუნდს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოოქროვილი თასი,მედლები და დიპლომები გადასცა,ხოლო მეორე ადგილის მფლობელებს ვერცხლის მედლები და თასი გადაეცათ.შეჯიბრი მინი ფეხბურთში ქუთაისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.