შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველი ავიარეისი ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით
19.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა.პირველი ავიარეისის მიღების ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი და ქუთაისის მერი ესწრებოდნენ.მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ -ოთხშაბათსა და შაბათ შეეძლებათ.ავიაბილეთის ერთი გზის საფასური 60 დოლარი,ხოლო ორი გზის 130 დოლარიდან იწყება.ხარკოვის მიმართულებით 2013-2014 წლებში ავიარეისების ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინა" ახორციელებდა.რეისები კომპანიამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.