შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2018 წელს მხოლოდ წითელას მატება შეინიშნება
11.09.2018
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სეზონური, გადამდები დაავადებების მატების დინამიკა არ შეინიშნება, თუმცა არსებობს ინფექციური დაავადებების გამოვლენის ერთეული შემთხვევები. 2018 წელს მხოლოდ წითელას მატება შეინიშნება, ამ დროისათვის 1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვაქცინაციის ჩავარდნამ გამოიწვია. ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს წითელა-წითურას ვაქცინაცია უფასოდ, დროულად ჩაიტაროს.